დიმიტრი მედვედევი ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა კაცია, რომელიც ცდილობს, გამოიყურებოდეს სერიოზულად და საშიშად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მუქარებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“.