მიგრანტების გემი იტალიის სანაპიროსთან  

შიდა პოლიტიკური კრიზისია იტალიაში. კოალიციური მთავრობა დაიშალა. თანამდებობას ტოვებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა და პოლიტიკური ვითარების გამწვავებაში შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა.

პოლიტიკურთან ერთად, იტალიას მიგრანტთა კრიზისის დაძლევაც უწევს. ხმელთაშუაზღვის სანაპიროსთან გაჩერებულ მიგრანტების ხომალდს იტალიის პორტებში შესვლის უფლებას მეოცე დღეა, არ აძლევენ. ლოდინითა და აუტანელი პირობებით შეწუხებულმა რამდენიმე აფრიკელმა არალეგალმა დღეს ხომალდიდან გადახტომა და იტალიის სანაპიროსთან გაცურვა გადაწყვიტა. მიგრანტების გემის გარშემო მიმდინარე დავის გამო, ურთიერთობა დაიძაბა რომსა და მადრიდს შორისაც.