მიგრაციული კრიზისი ესპანეთში

21:20, 04.09.2026

ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში ივლისის ბოლოს დაწყებული მიგრაციული კრიზისი მწვავდება. შიდა უკმაყოფილებასთან და პროტესტთან ერთად, იზრდება საერთაშორისო ზეწოლაც. ცალკეული ევროპელი ლიდერების შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტიც, რომელიც ქვეყანას განადგურებას უწინასწარმეტყველებს. კრიზისის ესკალაციის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ მაროკოს ხელისუფლებიდან მადრიდს სეუტას ტერიტორიაზე რაბატის პრეტენზია შეახსენეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრს სეუტაში განვითარებული მოვლენებისა და მთავრობის საპასუხო ნაბიჯების შესახებ მწვავე კითხვები დაუსვეს პარლამენტშიც. ოპოზიციიდან სანჩესის გადადგომის მოთხოვნაც გაისმა, მადრიდის ქუჩები კი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. კვლავ რთული ვითარებაა ანკლავში, სადაც თავშესაფრის მომლოდინე ასობით მიგრანტს დროებითი საცხოვრებელი სანაპიროზე აქვს მოწყობილი. ამ ფონზე ხშირდება ძალადობრივი ინციდენტები, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.

მსგავსი