ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი იმუნიზაციის პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სასულიერო პირი პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის სისტემას წარმატებებს უსურვებს. მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში საჭიროა მეტი ინფორმაცია და განმარტებები იმისთვის, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვები აღარ დარჩეს.