მერაბ მორჩაძის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მერაბ მორჩაძის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ.-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და მათთან სტუმრად ხშირად იმყოფებოდა. კალანდიების ოჯახთან ახლობლობას არც მორჩაძე უარყოფს, თუმცა, მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.