მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხა
ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხა მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე.
პატრულ-ინსპექტორი მალხაზ გაბეხაძე, რომელიც არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევიდან 15 წუთში მივიდა და ლაშა დეისაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებს საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის თქმით, პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა, არ გაარკვია შემთხვევის დეტალები და არ დაადგინა შემთხვევაში მონაწილე მძღოლების ვინაობა.
ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით ქუთაისში საქმის განხილვა 11 მაისს, 16 საათზე განახლდება.