პოლიტიკაში ჩართულმა ქალებმა პარლამენტის წინ განცხადება გააკეთეს და ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მათი თქმით, ისინი ერთიანდებიან და გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, გავრცელებასა და შანტაჟს.
ქალი პოლიტიკოსები მოუწოდებენ სახელმწიფოსა და ყველა შესაბამის უწყებას, რეაგირება მოახდინონ და დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დასაჯონ.