უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავა რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება. მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული მსჯავრი სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე. ქარდავას მონახულებას ადვოკატი ორშაბათს გეგმავს.
მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებების დამცველი აცხადებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დაცვის მხარე გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებას დაკავებიდან 30 დღის ვადაში გეგმავს.
მალხაზ ველიჯანაშვილს გიორგი კობერიძე ესაუბრა, დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.