მოხალისე სტუდენტები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ახლა ყველაზე სარისკო ზონებში მუშაობენ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი ყველა იმ საავადმყოფოში გადაანაწილეს, სადაც „კოვიდ 19“-ის მქონე პაციენტებს მკურნალობენ.
შესაბამისად, მოხალისეებს ყოველდღიური ტრენინგი უტარდებათ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ვირუსული ინფექციისგან. სტუდენტები საკარანტინო ზონებშიც მუშაობენ.