მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფარმაცევტულ სექტორში რეგულირების გამკაცრება იგეგმება. სახელმწიფო ფასების შემცირებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნას და პრეპარატების დაბალ ფასში შემოტანას აპირებს. რატომ იზრდება საქართველოში წამლების ფასი – ამაზე საპასუხოდ კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ხუთწლიანი კვლევის შემდეგ, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და 13 რეკომენდაცია წარმოადგინა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციების პაკეტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის დანახარჯები მინიმუმ 25 პროცენტით შემცირდება.