მედიაციის ასოციაციის იუბილე

დღეს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დაარსებასთან დაკავშირებით, ასოციაციის გეგმებსა და საზოგადოებისთვის მედიაციის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ევროკავშირის ელჩი და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელიც დაესწრნენ.

მედიაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც საშუალებას აძლევს მოდავე მხარეებს, მედიატორის – ნეიტრალური, მესამე პირის მეშვეობით, მოაგვარონ კონფლიქტი ურთიერთშეთანხმებით.

მედიაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, რომ ნაკლები ფინანსური რესურსით, ნაკლები დროის განმავლობაში, წარმოქმნილი დავა მოაგვარონ.