ისევ მაღალია კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში ვირუსით 70 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა 4 318 ახალი შემთხვევა, აქედან თბილისში კორონავირუსი 1 663 პირს დაუდასტურდა, იმერეთში – 809 შემთხვევა აღირიცხა, კახეთში 303, შიდა ქართლში – 360, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 295. შედარებით დაბალია მაჩვენებლები სხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 53 514 ინფიცირებული მკურნალობს. 1 630 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ ეპიდემიურ ვითარებას, თათია ტაბეშაძეა პირდაპირ ეთერში – რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ბევრი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია ქვეყანაში, რას აცხადებენ ექიმები.