მარიუპოლის მერის განცხადება

ომის დაწყებიდან მარიუპოლში თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 210 ბავშვია –  მონაცემებს მარიუპოლის მერი, ავრცელებს. ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ქალაქი უკვე 27 დღეა რუსეთის ძალების ალყაშია. მისივე ცნობით, მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების 90% დანგრეული ან დაზიანებულია. მთლიანად განადგურებულია სამი საავადმყოფო, ერთი პოლიკლინიკა და ერთი სამშობიარო. სრულად დანგრეულია 23 სკოლა და 28 ბაღი. დაზიანებულია ორი ქარხანა, პორტი და სამხედრო ნაწილი. მარიუპოლის ბლოკადის დაწყებამდე, ქალაქი 140 ათასამდე ადამიანმა დატოვა, ბლოკადის შემდეგ კი, ქალაქიდან 150 ათასი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. ამჟამად ალყაში მყოფ ქალაქში 170 ათასამდე ადგილობრივი რჩება.