მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის საქმეზე დღეს მერიის სამსახურის – „ეკო სერვისის“ წარმომადგენლის, დავით სამხარაძის დაკითხვა გაგრძელდება, რომელიც წინა სხდომაზე დაიწყო. „ეკო სერვისს“ ვაკის პარკის შადრევნის მოვლა-პატრონობა ეხებოდა.

როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დღესვე გეგმავენ პროექტის ავტორი კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლების დაკითხვას. პროკურორის თქმით, პროექტის ცვლილებები გააყალბეს. პროექტში ტუმბო გარეთ იყო გათვალისწინებული, თუმცა, გაყალბებული ცვლილებებით, ტუმბო შადრევნის შიგნით დაამონტაჟეს.

ბრალდების მხარისგან განსხვავებით, ადვოკატები საპირისპიროს ხედავენ მოწმეების ჩვენებებში. მათი განმარტებით, პროკურატურის მოწმეები ადასტურებენ, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა არ მომხდარა.