ვაკის პარკის საქმის განხილვა სამ აპრილამდე გადაიდო. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების შესავალი სიტყვები მოისმინეს. მათ მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ განმარტა, რომ დაკავების განჩინება და აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი საქმის განხილვის ობიექტურობაზე გავლენას ვერ მოახდენს. დღესვე ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გულგრილობა მისთვის მიუღებელია.