ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე ნაწილობრივ დახურა. ადვოკატების განცხადებით, მოწმეებს არასრულწლოვნებზე ჩატარებულ ექსპერტიზებზე უნდა ესაუბრათ. შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სამედიცინო ექსპერტების დაკითხვის შემდეგ, სხდომა ბრალდების მხარის ორი მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. ადვოკატების ცნობით, გამომძიებლებმა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დარღვევით ჩაატარეს და მოწმეებთან სწორედ ამ მიმართულებით ექნებათ კითხვები.