წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“ 15 წლის მოზარდის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. „მწვანე სკოლაში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან უნდა მოხდეს გამოძიება, მოხდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ გამოკითხვის დროს ზეწოლა. ჯიშკარიანი ასევე მიიჩნევს, რომ წარწერა არ უნდა გამხდარიყო პოლიციის გამოძახებისა და ასევე მოზარდის გამოკითხვის საფუძველი.
შეგახსენებთ, თავად „მწვანე სკოლის“ დირექტორი საქართველოს პირველ არხთან აცხადებდა, რომ როდესაც სკოლაში გამოცხადნენ, სკოლის შიდა და გარე ტერიტორიის ნაწილზე წითელი სითხით წარწერები ნახეს, მათ შორის უხამსი წარწერები, რაც მისი თქმით, ადასტურებდა, რომ სკოლაში ვიღაც იყო შეპარული. სკოლის დაცვის სამსახურმა, მოსწავლეთა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მისივე თქმით, მოზარდის მშობლებს სკოლის მიმართა მაშინ აგრესია არ გამოუხატავთ.