მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მომზადებულ კანონპროექტს, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.