რომან გოცირიძე მარეგულირებელი კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური ანაზღაურების ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს
რომან გოცირიძე მარეგულირებელი კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური ანაზღაურების ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური ანაზღაურების ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს.

რომან გოცირიძემ შესაბამისი ცვლილებები – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართვლოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000  ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.