მამუკა ბახტაძე - საპენსიო რეფორმა ყველა წარმატებულ ქვეყანაში გატარდა და ეს ნაბიჯი საქართველოსაც აქვს გადასადგმელი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმა ყველა წარმატებულ ქვეყანაში გატარდა და ეს ნაბიჯი საქართველოსაც აქვს გადასადგმელი. რაც შეეხება საბიუჯეტო კომპონენტს, მამუკა ბახტაძის თქმით, თანხა ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია და  2018 წლისთვის 80 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბაზისო პენსიის ზრდას 20 ლარით, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პუნქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებულ პროგრამაში ჩადებულია.