მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში.

ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. დღეს, ფინანსთა მინისტრი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, ტაკეჰიკო ნაკაოსა და ბანკის ალტერნატიულ დირექტორს, სკოტ დოუსონს.

მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.