გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, წელს მეორედ ჩატარდა საფეხბურთო ტურნირი „მამების თასი“.
„პეტრიაშვილი-არენაზე“ მთავარი პრიზისთვის 80 გუნდი იბრძვის. ყველა მონაწილეს მაისურები, ბურთები და 13 ოქტომბერს გასამართი უეფა-ს ერთა ლიგის საქართველო-ანდორის მატჩის ბილეთები გადაეცა.
ღონისძიება ხორციელდება გაერო-ს ერთობლივი პროგრამის – გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.