საქართველოში 19 აგვისტომდე საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს. მოქალაქეები რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას იღებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, დღის საათებში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. სიცხის გამო, გაზრდილია ხანძრების გაჩენის საფრთხეც.