ლტოლვილები მარიუპოლიდან - ომის ისტორიები

მარიუპოლი – კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც თითქმის სრულად განადგურებულია. ის ჯერ კიდევ ოკუპანტების ხელშია, რის გამოც, აქ ჩადენილი დანაშაულების ზუსტი აღრიცხვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, უკრაინის გმირად წოდებული ქალაქიდან უკვე გამოვიდა ლტოლვილების ნაწილი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ომის სისასტიკე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მტრის შემოტევებს უმძიმეს სოციალურ პირობებში თავშესაფრებსა და სარდაფებში მყოფი ქალები და ბავშვები უმკლავდებოდნენ. მარიუპოლიდან წამოსულ ოჯახებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი შეხვდა.

როგორი იყო გმირი ქალაქი ომამდე – პირადი ისტორიებით მოყოლილი ოკუპაცია ჩვენს რეპორტაჟში.