ლევილის მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი; ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის მასტერკლასი ჭადრაკში. ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“. საღამო ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.