ლევან კოღუაშვილის ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის.
„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი ასრულებს. კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.