ლეილა აბაშიძე ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს

ქართული კინოს ვარსკვლავი, ლეილა აბაშიძე ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.

ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი 14 საათამდე მიმდინარეობდა.

მსახიობის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე  კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.