სემეკ-ის სხდომის პარალელურად, შენობასთან ხმაური იყო – ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები იყვნენ შეკრებილი. მათ სხდომაზე დასწრება მოითხოვეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირი. პარტიის წევრებმა არსებული ტარიფი და მის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტეს.