ლაზარე გრიგორიადისის საქმე

სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას, ვიდეოჩანაწერების განხილვასა და მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს. დღეს გამომძიებელს მოუსმენენ, რომელიც საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობდა. პროკურორის განმარტებით, გარკვეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქმის განხილვა დასრულდება.