ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა

ლაშა ტალახაძის ოქრო და მსოფლიო რეკორდი – ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა. თურქმენეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შეჯიბრი სუპერმძიმე წონაში დაიწყო. საქართველოს ღირსებას ორი სპორტსმენი – ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იცავენ. დღის პირველი მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 203 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ლაშა ტალახაძემ კი პირველივე ცდაზე 207 კგ. აწია და ატაცში ოქროს მედალი გაინაღდა. მეორე ცდაზე მან 212 კგ. დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რაც შეეხება მესამე ცდას, ტალახაძემ 217 კგ. აწია და საკუთარი მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა.