ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა განაცხადა. გიორგი აბაშიშვილის თქმით, მოკლევადიანი პერიოდის რყევა ძირითადად გამოიწვია პანიკურმა ვითარებამ, თუმცა ის არ გამოურიცხავს, რომ ადგილი ჰქონოდა სპეკულაციურ ზემოქმედებასაც. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვას, როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ეს სწორი ნაბიჯი იყო და ის მიუთითებს, რომ ბანკს რეზერვების მართვის პოლიტიკა აქვს.
ეკონომისტ ოთარ ანგურიძის შეფასებით, პირველი ტალღა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეორე, რაზეც მეტყველებს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გასაყიდად გამოტანილი 60 მლნ-დან მხოლოდ 48 მლნ დოლარის გაყიდვის ფაქტიც.
ექსპერტების თქმით, მსგავსი ტიპის აჟიოტაჟებს მოკლევადიანი რყევები ახასიათებთ, შესაბამისად, მათი პროგნოზით, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დაიწყებს დასტაბილურებას.