ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო ათი დღის ტენდენცია ნარჩუნდება. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 3,38 ლარია. ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის შეძენა 3,39 ლარად არის შესაძლებელი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კურსის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს.