კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, კურორტზე 28 პროექტი მიმდინარეობს და ჯამში საინვესტიციო თანხა 200 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კურორტს 1 500 ახალი განთავსების ადგილი და 1 000 სამუშაო ადგილი ექნება. უკვე დასრულებულია ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებაც, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს. პარალელურად, დაგეგმილია ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასების მოწყობა. სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, წევრები და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.