კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა

2017-2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზე უკვე ოფიციალურად გახსნილია. კურორტზე ორი დიდი საბაგირო და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩაა გახსნილი.

საგანგებოდ მოეწყო ტერიტორია ბავშვებისთვის. ფუნქციონირებს სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტები. ასევე  სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე ექვსი მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.