საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი. სასკოლო სივრცეში სწავლის განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.9 პროცენტს და მოსწავლეების 0.3 პროცენტს დაუდასტურდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7 პროცენტი.