მიმდინარე კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა, გრიპის ვირუსის რაოდენობას გადააჭარბა. გასულ კვირაში კი ეს მონაცემები საპირისპირო იყო. როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, A ტიპის ვირუსებიდან ყველაზე ხშირად, ე.წ. ღორის გრიპისა და ე.წ. ჰონგკონგის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დასტურდება.
ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ მონაცემები საგანგაშო არ არის. იქნება თუ არა სეზონური ვირუსების მორიგი პიკი ქვეყანაში, ამაზე პასუხის გაცემა სპეციალისტებს ამ ეტაპზე უჭირთ, თუმცა, შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ.