ეპიდემიური ვითარება. „კოვიდ-19“ აქტიურდება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს, რომელიც პაციენტებში ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.
არსებობს მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშო არ იქნება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.