ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აკეთებს განმარტებას. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანამ უკვე დაიწყო მუშაობა, რათა ვაქცინა, რომელიც სატესტო რეჟიმს წარმატებით გაივლის, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი დროულად გახდეს.
მისივე თქმით, მსოფლიოში მოთხოვნა ვაქცინაზე დიდია. თუ ვაქცინას იანვრიდან მივიღებთ, ეს იქნება კარგი საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი და ფართო გავრცელება თავიდან ავიცილოთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.