ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 68 პაციენტი გარდაიცვალა – სპეციალისტები მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ. მდგომარეობის გაუარესება აისახა ჰოსპიტალურ სექტორზეც, სადაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. მდგომარეობას იმუნიზაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელიც ართულებს. იმუნიზაციის პროცესზე მოთხოვნის კლების ფონზე, საგანგაშოდ დაბალია ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელიც, რომელიც ბოლო მონაცემებით, 34 %-ს შეადგენს.
პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა „კოვიდ-19“-ის სიმპტომური შემთხვევების სამკურნალო მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა, რის შედეგადაც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი განახევრდა. კოვიდის სამკურნალო ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატი შექმნა კომპანია „ფაიზერმაც“. პრეპარატი „პაქსლოვიდი“ ამერიკის წამლის სააგენტოსა და სხვა მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მოლოდინშია.