ჩინეთში კი კორონავირუსით ყოველდღიურად დაინფიცირებულების რიცხვი შემცირდა. გამოჯანმრთელებულების სტატისტიკა მატულობს, თუმცა ახლა ვირუსის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების რისკი იზრდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით იმ ადამიანების ინფიცირების გამო, რომლებსაც დაავადებულებთან აშკარა კონტაქტი არ ჰქონიათ. კიდევ ერთი პრობლემა, ვირუსის საინკუბაციო პერიოდის შესაძლო ზრდაა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ ამ დრომდე კორონავირუსის სულ 1 200 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია რვა ადამიანი. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას გაცილებით აქტიური და დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
დეტალები ნახეთ გვანცა ფოცხვერიას რეპორტაჟში.