ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში 900-ზე მეტი „პისიარ“ ტესტის პასუხს ელოდებიან. პარალელურად, გრძელდება მოქალაქეების ბიოლოგიური მასალის აღება და თერმოსკრინინგი მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამირან გამყრელიძის თქმით, კვირის ბოლომდე კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანი შემოწმდება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტს „პისიარ“ კვლევის ჩასატარებელი აპარატი გადასცა, რომელიც ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩაიტანეს.
ლიკა ალელიშვილი შემოგვიერთდება ახლა ღია ეთერში, რომელიც ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში მუშაობს.