სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. დამრღვევი 2 000 ლარით ჯარიმდება. კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად შეზღუდვები დაწესდა მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. 12 მაისის ჩათვლით, მეტრო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები არ იმუშავებს. მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.