ბოლო 24 საათში საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვირუსით ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 277 218-ს შეადგენს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %. სტოპკოვჯიზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, 23 169 კვლევა ჩატარდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 158 პირი. დაფიქსირდა გარდაცვალების რვა ახალი შემთხვევა.