16 გარდაცვლილი და 998 ახალი შემთხვევა – ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 16 ათასზე მეტი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ვირუსით ინფიცირების ფაქტების უმრავლესობა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. ნარჩუნდება ბოლო პერიოდის ტენდენცია და შემდეგი ინფიცირებულთა მაჩვენებლით ისევ იმერეთია, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთი მოსდევს, 116 შემთხვევით. ამ წუთისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 694 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან 200-ს მართვითი სუნთქვის აპარატი სჭირდება.
ეპიდსიტუაცია და ბოლო მაჩვენებლები – თამარ ნადარეიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.