რამდენიმე დღეა, საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ათზე ნაკლებია – ბოლო 24 საათში გამოვლენილია რვა ახალი შემთხვევა. სამკურნალო დაწესებულება კი დღეს ექვსმა პაციენტმა დატოვა. დადასტურებული შემთხვევებიდან სამის წყარო უცნობია, შესაბამისად, ეპიდემიოლოგები ახლა ჩაღრმავებულ კვლევას ატარებენ.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული ეპიდვითარება კონტროლირებადია, სპეციალისტები საზოგადოებას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, წესების მკაცრად დაცვა, მოახლოებული სასწავლო სეზონისა და ფრენების ეტაპობრივი განახლების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.