დანიამ გრენლანდიის დაცვა ვერ შეძლო, შესაბამისად, არ აქვს უფლება მას ფლობდეს – ეს კიდევ ერთი, ახალი მიზეზია ტრამპის ადმინისტრაციისგან, რის გამოც აშშ გრენლანდიაზე გავლენის მოპოვებას გეგმავს.
დღეს უკვე თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ კოპენჰაგენს კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია, რის გამოც სტივენ მილერს უსამართლოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ გრენლანდიის დაცვას აშშ აფინანსებს, მაშინ როცა კუნძული დანიის კონტროლის ქვეშ რჩება.
აშშ-ის პრეზიდენტი ეკონომიკურ წნეხზეც მიანიშნებს და სავაჭრო ტარიფების გაზრდით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლების საკითხზე მის პოზიციას არ გაიზირებენ, დონალდ ტრამპის ამ მუქარის ფონზე კი კოპენჰაგენსა და გრენლანდიაში ანტიამერიკული დემონსტრაციები იმართება.
უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატო-ს ერთიანობის დემონსტრირების მიზნით, ევროპელი მოკავშირეები გრენლანდიაში 35 სამხედროს აგზავნიან, ხოლო ვაშინგტონს კატეგორიულად მოუწოდებენ, გრენლანდიისა და ზოგადად არქტიკის უსაფრთხოების საკითხი ნატო-ს ფარგლებში განიხილოს.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპის ადმინისტრაციაში დაჟინებით იმეორებენ, რომ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გრენლანდია აშშ-ის შემადგენლობაში იყოს.