87 წლის ასაკში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ის ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.