კლინიკების მონიტორინგი

1-ლი აგვისტოდან ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის. ახალი რეგულაციებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება. მარეგულირებელს სამედიცინო დაწესებულებების დღის ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შემოწმება შეეძლება. ამა თუ იმ კლინიკის მონიტორინგისთვის ინსპექტორებს მოსამართლის ნებართვა არ სჭირდებათ, თუმცა სააგენტო ვალდებულია, ამის შესახებ სასამართლოს აცნობოს. ცვლილებების დამტკიცებას წინ უძღოდა საკმაოდ ხმაურიანი განხილვები, რომელსაც სამედიცინო სექტორიც ესწრებოდა.

ხატია ჯამალაშვილი ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს – უფრო დეტალურად რომ გვითხრა, რა იცვლება კლინიკების შემოწმების წესში?