კლიმატის ცვლილება გლობალურ გამოწვევებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მასშტაბურ და აქამდე უპრეცედენტო სტიქიურ უბედურებებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მეცნიერები გლობალურ დათბობას უკავშირებენ.
2019 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, გლობალური ეკოლოგიური კამპანიები მუშაობის აქტიურ ფაზაში გადავიდა.
როგორი იყო 2019 წელი და რა ზომებს იღებს საერთაშორისო საზოგადოება გლობალური დათბობის წინააღმდეგ, დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.