კიბოს უფასო სკრინინგი ახალციხეში

რეგიონებში კიბოს უფასო პროფილაქტიკური კვლევები და საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით მიმდინარე აქცია ამჯერად ახალციხეში გაიმართა. პარალელურად, „სკრინინგ ცენტრის“ სამედიცინო პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგული კვლევები ჩაატარა სხვადასხვა ადგილზე. მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს კვლევებით უფასოდ ესარგებლა.

შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმების ჩართულობით გაიმართა.